EMC-ის განცხადება

მალხაზ მაჩალიკაშვილი და იურისტები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. როგორ მიმდინარეობს პროცესი ევროსასამართლოში და რა არგუმენტები წარადგინეს მხარეებმა, ამაზე დღეს ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრის იურისტებმა ისაუბრეს.

იურისტების განცხადებით, ქართული მხარის მიერ წარდგენილი ოფიციალური პოზიციები არის ფაბრიკაცია, მათ შორის 2018 წელს გამოკითხულ საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბ. ჩ.- ს ჩვენება.

მაჩალიკაშვილების ოჯახის იურისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს, ევროსასამართლოში ამტკიცოს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეში მსჯავრდებულების გეგმა და კავშირი ჰქონდა მათთან, რაც იურისტების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.