აქცია პარლამენტთან

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან საბავშვო ატრაქციონებისთვის კონსტრუქციების მონტაჟი გრძელდება. ადგილზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილი.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერია მათ ადგილზე კარვის დატოვებას შეპირდა, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა.

რუსთაველზე ადგილი ჰქონდა ინციდენტსაც. მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა ტერიტორიაზე 20 ივნისის აქციაზე დაშავებული მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს, თუმცა ჯებირებზე მათი განთავსების უფლება მათ პოლიციამ არ მისცა.