ვითარება გუმათის დასახლებაში

უშუალოდ რიონის ხეობაში სიტუაცია ამ დრომდე უცვლელია. აქტივისტები სოფელ გუმათში რჩებიან.  ღობის ნაწილი, რომელიც ნამოხვანის დასახლებისკენ მიმავალ გზას კეტავს, აღებულია. თუმცა რჩება რკინის ჯებირი, ადგილზე არიან სამართალდამცველებიც და გადაადგილება სოფლის მიმართულებით ისევ აკრძალულია. პროტესტის მონაწილეები კი დაშლას არ აპირებენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მათ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

დღეს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რიონის ხეობიდან მალხაზ მაჩალიკაშვილის გაძევების შესახებ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.