ტელეკომპანია „იბერიის“ განცხადება

ტელეკომპანია „იბერია“ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.

ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ დამფინანსებელ „ომეგა ჯგუფზე“ ფინანსური ზეწოლა ხორციელდება, რათა ვეღარ მოხდეს „იბერიის“ დაფინანსება და არხი გაითიშოს. მისივე მტკიცებით, კონკრეტული თანამდებობის პირებისგან იყო შეთავაზებაც, რომ ყველა პრობლემა მოგვარდებოდა, თუ ისინი ტელევიზიას დათმობდნენ. არხის წარმომადგენლები „ომეგა ჯგუფზე“ ფინანსური ზეწოლის ერთ-ერთ გარემოებად იმ ფაქტსაც ასახელბენ, რომ სიგარეტის მწარმოებელ კომპანიას სახელმწიფომ რამდენიმე თვის წინ მილიონობით ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. „იბერიის“ დამფუძნებელი სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავს. არხის წარმომადგენლები ტელევიზიის დახურვის რისკზე საუბრობენ.