"ომეგა ჯგუფმა" საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა დაიწყო

“ომეგა ჯგუფმა” საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა დაიწყო. ტელეკომპანია “იბერიამ”, შესაძლოა, მაუწყებლობა განაახლოს, თუმცა, ეს დროის საკითხია. განცხადება ამის შესახებ “ომეგა ჯგუფის” გენერალურმა მენეჯერმა გააკეთა.

ინფორმაცია გაავრცელა შემოსავლების სამსახურმაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ომეგა ჯგუფში” შემავალმა კომპანია ოჯთ”-მ ბიუჯეტში თანხის ნაწილი გადარიცხა და მის ანგარიშს ინკასო მოეხსნა.

თამარ წიკლაური გვეტყვის, სულ რა თანხა გადაიხადა “ომეგა ჯგუფმა” და რა შემხვედრი ნაბიჯი შეიძლება გადადგას სახელმწიფომ.