ტელეკომპანია „იბერიას“ საქმე

ზურა ადეიშვილს მესამე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

სამწლიანი განხილვის შემდეგ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ყოფილი გენერალური პროკურორი ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ გაიზიარა გამოძიების ვერსია, რომლის მიხედვით 2004 წელს ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს და მის კუთვნილ „ომეგა ჯგუფს“ ტელევიზიის მაუწყებლობის ლიცენზია პოლიტიკური მოტივით დაათმობინეს. პროკურატურის ვერსიით, დანაშაულებრივ სქემაში ადეიშვილი პირადად იყო ჩართული და დავალებებსაც ის გასცემდა. საქმეში, რომელიც საბოლოოდ კერძო არხის დახურვით დასრულდა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მაშინდელი თავმჯდომარეც ფიგურირებს, რომელსაც პროკურატურა ახლა საკუთარ მოწმედ აცხადებს.

დატოვე კომენტარი