ცვლილებები საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში ცვლილებები გრძელდება. იურიდიულ კომიტეტს ეკა ბესელია უბრუნდება. ის დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტას ნატო ჩხეიძის ნაცვლად დაიკავებს. უკვე ოფიციალურად დაიშალა ფრაქცია „სოციალ-დემოკრატები“, რომლის ორი წევრიც „ქართულ ოცნებაში“, ორი წევრი კი „პატრიოტებში“ გადავიდა. ფრაქცია „პატრიოტები“ კი დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დატოვა. ფრაქცია „მრეწველობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა დეპუტატი შოთა შალელაშვილი. კიდევ ერთი დეპუტატი კი უმრავლესობის რიგებიდან გავიდა.

თემის დეტალები „მოამბეში“.