ზურაბ ადეიშვილს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზურაბ ადეიშვილს ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ყოფილი გენერალური პროკურორი, საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
რაც შეეხება მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს, 40 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ზურაბ ადეიშვილს, პატიმრობის გარდა, დამატებით სასჯელად 2.3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ორივე მათგანს ბრალი ედებათ 2004-3007 წლებში, მფლობელისთვის ტელეკომპანია  „იბერიის“ ლიცენზიის დათმობის იძულებაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და გათვალისწინებულია სისხლის სამართლის 333-ე მუხლით.

დატოვე კომენტარი