შესაბამისი დასკვნების შემდეგ ავთანდილის 8 ნომერში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
თბილისის ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, კორპუსი მდგრადია და აფეთქებას მზიდი კონსტრუქცია არ დაუზიანებია. დედაქალაქის მერია მომზადებულ დასკვნას გადამოწმებისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უგზავნის.