სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ტრადიციულად ღონისძიება გაიმართა.

დაჯილდოვებას თბილისის მერი, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, თბილისელი სპორტსმენები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ. წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს თბილისის მერიის სახელით ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.