თავდაცვის ძალების ავიაციის პარკი განახლდა

თავდაცვის ძალები ავიაციის პარკს ანახლებს.

პარკს კიდევ ერთი განახლებული „სუ-25“ შეემატა. საფრენი საშუალებების განვითარების პროცესს მარნეულში პირადად გაეცნო თავდაცვის მინისტრი. ჯუანშერ ბურჭულაძე ბაზაზე სასწავლო პროცესსაც დააკვირდა და განახლებული საფრენი აპარატის სატესტო ფრენას წყვილში შეუერთდა.