გერმანიის ელჩი თავდაცის სამინისტროში

18:41, 18.01.2024

საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა შეემატა.

უწყებამ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, მათ შორის გერმანული MAN-ის ტიპის მანქანები, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა. ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა დაათვალიერეს. ტექნიკის გადმოცემის ცერემონიას თავდაცვის ძალების მეთაური, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გერმანიის თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.

მსგავსი