თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, ჯარისკაცები ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ წარმოადგინეს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია. მოსწავლეები დაინტერესდნენ თავდაცვის ძალებში სამსახურის ფორმების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებით. სამხედრო მოსამსახურეებმა მათ ქართული ჯარის ისტორია, როლი, ამოცანები და პრიორიტეტები გააცნეს. ჯარისკაცებმა მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხეს. პროექტ „ჩვენი ჯარის“ მიზანი სამხედრო სამსახურის პოპულარიზაცია და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.