თავდაცვის ძალების დღე

30 აპრილი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული დღეა – ქართული ჯარი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ზეიმობს. 33 წლის იუბილე ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე აღინიშნა, რომელიც მარშის თანხლებით, საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების დროშის შემოტანით გაიხსნა. ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა. საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეული იყო დიპლომატიური კორპუსიც.