ახალქალაქსა და მარნეულში 26 მაისისთვის ემზადებიან

ახალქალაქსა და მარნეულში 26 მაისისთვის ემზადებიან. ახალქალაქის ცენტრალურ პარკსა და მარნეულში ეწყობა სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, მათ შორის თემატური სტენდებითა და შემეცნებითი გამოფენებით. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა. 17:10 საათზე კი საზეიმოდ შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდება.