სპეციალური ტრენინგი ჯარში

12:14, 07.04.2024

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების აღმოჩენის წესები შეისწავლეს.

სპეციალური ტრენინგი, კანადელ ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელობით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის ცენტრის სამხედრო-სამედიცინო სკოლაში ჩატარდა.
პირველ ეტაპზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თორმეტმა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო-სამედიცინო ინსტრუქტორის კურსი გაიარა. შემდეგ კი, მათ, კანადელ კოლეგებთან ერთად, საბრძოლო მაშველის კურსზე 72 სამხედრო მოსამსახურე მოამზადეს.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

მსგავსი