თავდაცვის ძალების დღე

30 აპრილი ისტორიული დღეა ქართული ჯარისთვის.

საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 33 წელი შესრულდა. 1991 წლის აპრილში წვევამდელების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება პირველად გამოიცა. ჯარის იუბილე ტრადიციულად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღნიშნეს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ისტორიული თარიღი ხელისუფლების პირველმა პირებმა მიულოცეს. გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჯარის თანამედროვე შეიარაღებით და ინფრასტრუქტურით აღჭურვაზე. მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკული გზავნილებით და პოლიტიკური შინაარსის განცხადებებით იყო სავსე პრეზიდენტის და ქვეყნის მთავარსარდლის გამოსვლა, რასაც პრემიერის საკმაოდ მძიმე რეაქცია და პასუხი მოჰყვა. მთავრობის მეთაურმა ოფიციალური მისასალმებელი სიტყვის დროს პრეზიდენტი საერთოდ არ ახსენა.