სტრასბურგის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, მათ შორის,  რუსეთს ბრალი ედება სიცოცხლის უფლების მოსპობაში, წამებაში, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაში. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, საქართველომ მყარი პოზიციები და მტკიცებულებები წარადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯამში 33 მოწმეს მოუსმინა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.