სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 

18:11, 20.05.2026

საქმეზე, „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ აფასებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. მინისტრის პირველმა მოადგილის, ბექა ძამაშვილის  განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგენს ბალანსს, გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს შორის. ძამაშვილის განცხადებით, ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა, რომ ვირტუალურ სივრცეში, ინტერნეტსივრცეში გამოხატვის ფორმა, არათუ ნაკლებ, შეიძლება, უფრო მეტ საფრთხეებსაც შეიცავდეს და ამიტომ, სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, მაქსიმალურად მკაცრად შეზღუდოს და დაარეგულიროს გამოხატვის ასეთი ფორმები. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

მსგავსი