რეგულაციები სიძულვილის ენის წინააღმდეგ – სტრასბურგის გადაწყვეტილება 

21:20, 19.05.2026

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული გეგმის ფონზე კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტი მმართველი გუნდისთვის საკუთარი გადაწყვეტილების მართებულობის კიდევ ერთი არგუმენტია. ოთხი წლის წინ გაგზავნილ საჩივარზე, რომელშიც ქართველი სამოქალაქო აქტივისტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე და ეროვნული სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმაზე ჩიოდა, სტრასბურგმა თქვა, რომ თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფა და მათ მიმართ უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება. სწორედ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლას უკავშირდება გუშინ გამოცხადებული გადაწყვეტილება. იგულისხმება შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელმაც შეურაცხმყოფელი კამპანიების მონიტორინგი უნდა აწარმოოს და დაზარალებულის საჩივრის გარეშეც რეაგირება უნდა მოახდინოს. ხელისუფლების მიერ არგუმენტად დასახელებული პოლარიზაციის დაძლევის ნაცვლად, ოპონენტებმა გეგმის მიღმა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და გასხვავებული აზრის ჩახშობის სურვილი ამოიკითხეს.

სად გადის ზღვარი კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის და ჯდება თუ არა საჯარო შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამ თემაზე დავას წერტილი მაინც ვერ დაუსვა.

მსგავსი