საია-ს სარჩელი – პოლიტიკური შეფასებები

18:03, 24.01.2026

უარი არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. სტრასბურგის სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელების განხილვა დაიწყო, თუმცა უარი თქვა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, შეეჩერებინა კენჭისყრის შედეგები, რასაც ინდივიდუალური სარჩელების ავტორები ითხოვდნენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრები კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. თავად არასამთავრობო ორგანიზაციას მოლოდინი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო მათ სარჩელებს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსს მიანიჭებს.

მოსარჩელის მთავარი აქცენტი არჩევნების დღეს კენჭისყრის ფარულობის შესაძლო დარღვევებს უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების დაჩქარებული წესით განხილვა საჭიროდ არ ჩათვალა.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოდ დაასრულებს იმ სპეკულაციურ კამპანიას, რომელსაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ერთობლივად აწარმოებდნენ.

მსგავსი