სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი პროგრამა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ახალი ფუნქცია დაემატა.

უწყება პოტენციურ დაზარალებულებს საშუალება აძლევს, პროკურატურის მიერ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებამდე, საკუთარი სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნონ. ცვლილების მიზანია მოქალაქეებს უწყების მიმართ მეტი ნდობა გაუჩნდეთ და უზრუნველყოფილი იყოს საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ ცვლილებაზე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად იმუშავა.