განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი – კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დააკავეს, მეორე ხელმძღვანელ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. აღნიშნული განცხადება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. თბილისში რეგისტრირებული კომპანია, წლების განმავლობაში, სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში.