დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე „ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის“ დირექტორი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქმის დეტალებით პირდაპირ ეთერში დესი ვარდოსანიძე ჩაგვერთვება.