განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.
დაკავებულია ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა საბაჟო გამშვები პუნქტის, სარფის გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადმოიტანეს დაახლოებით 212 ათასი ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები. დანაშაული 5-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.