დაკავება ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტზე
დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ. მათ შორისა თბილისის მუნიციპალიტეტის, სამგორის რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი; დაკავებულია ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე -ერთი მოქალაქე, ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.