დაკავება თაღლითობის ბრალდებით
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მოქალაქეს დაჰპირდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა 16 ათასი დოლარი, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით გულისხმობს.