ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს.
ამ ეტაპზე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.