ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ მზარდია. ბოლო ერთ კვირაში, „კოვიდ-19“კიდევ 13 737 ადამიანს დაუდასტურდა, თუმცა ინფექცია ძირითად შემთხვევებში სერიოზული გართულებების გარეშე მიმდინარეობს. იმის მიუხედავად, რომ ვირუსს მძიმე მიმდინარეობა ამ ეტაპზე ნალებად ახასიათებს, სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, სექტემბერში გაზრდილი მობილობის პირობებში, ინფიცირების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ, მედიკოსები მოსახლეობას ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის რეკომენდაციით მიმართავენ. გამოწვევად რჩება აცრილთა რაოდენობაც, ამ დრომდე სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის, მხოლოდ 45 პროცენტი.