სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა
  • დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდნენ. სინგაპურში კუნძულ სენტოსაზე ისტორიული სამიტი ამ წუთებში მიმდინარეობს.

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სასტუმრო კაპელაში ერთმანეთს ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე შეხვდნენ, რა დროსაც ორივე ლიდერმა მედიისთვის მოკლე განცხადება გააკეთა.

    დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და მოლაპარაკების წარმატებაში დარწმუნებულია. კიმ ჩენ ინმა კი წარსული და ძველი წინასწარშეგონებები ახსენა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს დაბრკოლებები მათ უკვე გადალახეს და დღეს აქ იმყოფებიან.

  • მედიაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გავრცელდა.

    პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილო კორეისთვისუსაფრთხოების გარანტიების ვალდებულება აიღო, თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა დაადასტურა მტკიცე და ურყევი ვალდებულება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების გეგმასთან დაკავშირებით – ნათქვამია დოკუმენტის საწყის ტექსტში.