შვიდკაცა რაგბის ტურნირი

თავდაცვის ძალებს შორის შვიდკაცა რაგბის ტურნირი დასრულდა.

ფინალური შეჯიბრება ნუცუბიძის პლატოზე მდებარე რაგბის სტადიონზე გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი იღებდა, გამარჯვებულები კი სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველი ადგილი მე-4 ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები მე-3 და მე-2 ქვეითი ბრიგადის გუნდებმა გადაინაწილეს. მონაწილეებიდან საუკეთესო მოთამაშეები შეირჩევიან, რომლებიც თავდაცვის ძალების ნაკრებს დააკომპლექტებენ და უწყების სახელით 2023 წლის აგვისტოში საფრანგეთში დაგეგმილ რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.