შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მარუხის გმირების ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა.
სამართალდამცველებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შეიჭრნენ, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 2000 ფუნტი სტერლინგი, 1000 დოლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.