დედათა მონასტერზე თავდამსხმელებს ბრალი წარუდგინეს

მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული ორი პირის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი მამაკაცი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ, მათ ქალზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.