„თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, „თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

პოლიციამ 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.