ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია

პოლიციამ ზუგდიდში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი აიყვანა. ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი, 38 წლის მამაკაცი. მათ დანაშაული ერთობლივად დაგეგმეს და 27 წლის ქალი დააყაჩაღეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ოქროს სამკაულები ამოიღო. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.