ყაჩაღობა ბაღდათში

თავდასხმა ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში. ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ასაკოვან ცოლ-ქმარს და მათგან ფულსა და ძვირფას ნივთებს ითხოვდნენ. ყაჩაღებმა სასტიკად სცემეს 80 წლის მამაკაცი და ოჯახიდან თანხა გაიტაცეს. მოხუცი ბაღდათის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით სახის არეში აქვს მიყენებული. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.