ყაჩაღობის ფაქტი ხაშურის მუნიციპალიტეტში

ყაჩაღობა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში – ფიზიკური დაზიანებით სამების ტაძრის მონაზონი ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. დილიდან მოსახლეობა ჯერ სოფელში, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებასთან შეიკრიბა. ადგილობრივები დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

ფაქტზე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს. გამოძიება 179-ე და 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.