შსს-მ მარუხის გმირების ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მარუხის გმირების ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა.

სამართალდამცველებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორი პირი  დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შეიჭრნენ, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 2000 ფუნტი სტერლინგი, 1000  დოლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.