გახსნილი დანაშაული

კახეთის პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 20 თებერვალს მოქალაქის კუთვნილ სურსათის მაღაზიაში შეიჭრა, მაღაზიის მეპატრონეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ყაჩაღურად გასტაცა 1 500 ლარი, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და სიგარეტი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.