დაკავება ყაჩაღობის ბრალდებით

პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით ექვსი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ 1993 წელს დაბადებულ პირს, მასზე იძალადეს, თანხა და სხვა პირადი ნივთები წაართვეს და ამის შემდეგ თავისუფლება აღუკვეთეს. მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა საგნით ახორციელებდნენ აღნიშნული პირის წამებას, მოგვიანებით კი, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიატოვეს. პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს ისევ მოხდა​ აღნიშნულ პირზე ძალადობა და ძარცვა. დაზარალებულმა თავდასხმაში ბრალდებული ექვსივე პირი ამოიცნო. დანაშაული 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.