რა გახდა თბილისში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი. დოლიძის ქუჩაზე ერთმა მამაკაცმა მეორეს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციის მიერ ადგილზე დაკავებული პირი თავს იცავდა. მათივე განცხადებით, დაჭრილი პირი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ჩხუბი კი სწორედ მან დაიწყო.
მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.