შემთხვევა წყნეთში

ოთხი პირი დაჭრეს გვიან ღამით წყნეთში, შერვაშიძის ქუჩაზე, – მათ შორის ერთ-ერთი 60 წლამდე ქალია.

ადგილობრივებისთვის დაპირისპირების მიზეზი უცნობია. მათი განცხადებით, ისმოდა სროლის ხმა. 58 წლის დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარებამ კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას გაუკეთდა ოპერაცია. ცენტრის დირექტორის განცხადებით, მის ჯანმრთელობას ამ ეტაპისთვის საფრთხე არ ემუქრება.