სროლა თელავში 

თელავში, აღამაშენებლის ქუჩაზე ფაზილა ბაირამოვის კუთვნილ ავტონაწილების მაღაზიას ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სოფელ ყარაჯალის დეპუტატის, ზურაბ მუსაევის ინფორმაციით, ავტომაღაზიას ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ესროლა, მისი კუთვნილი ავტომანქანა შემთხვევის ადგილზე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 236 მუხლით მიმდინარეობს.