სარაჯიშვილის გამზირზე მომხდარი ფაქტის გამოძიება

სამართალდამცავები კიდევ ერთ დამნაშავეს ეძებენ.

პირი, რომელმაც ავჭალაში მამაკაცი მოკლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძეა, რომელიც წარსულში, სავარაუდოდ, კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებულ პირად მოიაზრებოდა. დანაშაული მაღაზიასთან მოხდა და სროლას რამდენიმე ადამიანი შეესწრო. თვითმხილველების თქმით, მანქანაში მჯდომ ნემსიწვერიძეს რამდენჯერმე ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი თავადაც შეიარაღებული იყო.

ხათუნა გაგნიძე ცდილობს დეტალების დადგენას.