სროლა რაგბის კავშირში

18:15, 16.09.2020

დაჭრილია ერთი პირი. დაზიანებები მას ფეხის არეში აქვს მიყენებული. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

სროლის ხმა რაგბის კავშირში დაახლოებით ორი საათისთვის გაისმა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, 32 წლის მოქმედი მორაგბე, რამაზ ხარაზიშვილი. ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული თუ ვინ ესროლა მას, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელიაა.

უკავშირდება თუ არა დაპირისპირება რაგბის კავშირში მიმდინარე პროცესებს, – თათია ტაბეშაძე გვერთვება დეტალებით პირდაპირ ეთერში.

მსგავსი