სოვეტოში სროლას 15 ადამიანი შეეწირა

18:25, 10.07.2022

სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოვეტოს ბარში სროლას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები ბარში დილის საათებში შევიდნენ და უმისამართო სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. სროლა იყო კიდევ ერთ პროვინციაშიც, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. როგორც „ბიბისი“ წერს, სროლები ხშირ შემთხვევაში, კრიმინალურ დაჯგუფებებთან და ალკოჰოლის ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული.

მსგავსი