სროლა თბილისში

სროლის ხმა ისმოდა დღეს ნაძალადევის რაიონში ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილს გაუხსნეს, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. სროლის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიჭრა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით  დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებას გულისხმობს.