შეხვედრები დავოსში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა. OECD-ის გენდივანმა, ანხელ გურიამ, დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს სხვადასხვა კომიტეტის წევრი და თავად მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის სტანდარტების შემუშავების და დადგენის პროცესში.