პიტერ მადიარის გამარჯვება – გამოხმაურებები თბილისში
პიტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ოპოზიციური ალიანსი.
„უნგრეთი წარმოადგენს ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს, რაც ვიქტორ ორბანის მხრიდან მარცხის აღიარებაშიც მკაფიოდ გამოიხატა: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრატიული ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. უნგრეთის მყარი და მკაფიო პოზიცია რუსეთთან და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრებთან მიმდინარე დაპირისპირებაში უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პარტია „ტისასა“ და პიტერ მადიარს ასევე ულოცავს არჩევნებში „ისტორიულ გამარჯვებას“ და აცხადებს, რომ მსოფლიოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა შეისწავლონ უნგრეთის მაგალითი.
მადიარის გამარჯვებასთან დაკავშირებით, პარტია „ლელოში“ აღნიშნეს, რომ არჩევნების გზით ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდება. მათ უნგრეთის ოპოზიციას გამარჯვება მიულოცეს.