20 ივნისის საქმე – გახარიას სასამართლო
20 ივნისის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარია სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარე 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულ პირებს დაკითხავს. დაცვის მხარის განცხადებით, არავინ უარყოფს, რომ აღნიშნული ადამიანები დაზარალებულები არიან, თუმცა ადვოკატის შეფასებით, ეს გარემოება არ უკავშირდება იმ ბრალდებებს, რომლებიც გიორგი გახარიას აქვს წარდგენილი. ადვოკატი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. გიორგი გახარიას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.